აგენტ 007-ის როლს მსახიობი ქალი შეასრულებს

1100

Daily Mail ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ რიგით 25-ე ფილმში აგენტ 007-ის როლს ბრიტანელი ფერადკანიანი მსახიობი ლაშანა ლინჩი შეასრულებს.

„ეს არის თანამედროვე ბონდი, რომელიც ახალგაზრდა მაყურებელს მოეწონება, თუმცა ის შეინარჩუნებს ყველაფერს, რასაც ბონდის შესახებ ფილმებისგან ველით. ბონდი კვლავ ბონდია, მაგრამ მან #MeToo-ს მსოფლიოში ცხოვრება უნდა ისწავლოს“, – განაცხადა გამოცემის წყარომ.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცაგენტის როლზე ქალის დამტკიცების შესახებ საუბრები ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მოძრაობების TimesUp-ისა და #MeToo-ს გააქტიურების ფონზე გაჩნდა.