აგვისტოს საღამოები გრძელდება

1118

საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაცია GERA-ს საჩუქარი თბილისში დარჩენილ მოქალაქეებს.

მთელი აგვისტოს განმავლობაში, ყოველ პარასკევს, საღამოს 8 საათზე GERA თბილისში დარჩენილ მოქალაქეების საჩუქარს უკეთებს – ასოციაციის წევრი მუსიკოსები მრგვალ ბაღში კონცერტებს მართავენ. დასწრება თავისუფალია.

პარასკევს 23 აგვისტოს თქვენს განწყობაზე დათო ევგენიძე ბენდთან ერთად იზრუნებს!