აგვისტოს საღამოებს მრგვალ ბაღში ზუკა ხუციშვილი დახურავს

1347

აგვისტოს საღამოები მრგვალ ბაღში გრძელდება. პარასკევს, 30 აგვისტოს საღამოს 8 საათზე ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად იმღერეს. ინფორმაციას საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაცია GERA, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

GERA-ს ეგიდით ეს რიგით მეოთხე მუსიკალური საღამო იქნება. მთელი აგვისტოს განმავლობაში ასოციაციის ორგანიზებით უკვე ჩატარდა სამი კონცერტი. თბილისში დარჩენილ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ერეკლე გეწაძისა და პაპუნა შარიქაძის მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები. პროექტის ფარგლებში ასევე მონაწილეობდნენ მუსიკოსები გია ნიკოლაძე და დათო ევგენიძე.

აგვისტოს საღამოებს მრგვალ ბაღში ზუკა ხუციშვილი დახურავს.