“ადამიანი ობობა: სახლიდან შორს” პრემიერა შედგა

1852

“ადამიანი ობობა: სახლიდან შორს” პრემიერა ლოს ანჯელესში შედგა. ამჯერად სუპერ–გმირმა მსოფლიო ევროპაში მოგზაურობის დროს უნდა გადაარჩინოს.

“უცნაურია, კვლავ თავს ახალბედად ვგრძნობ ამ ისტორიაში. გაგვიმართლა, რომ ფანატები კვლავ დიდი ენთუზიაზმით ელიან ჩვენს ფილმებს”, – განაცხადა მსახიობმა ტომ ჰოლანდმა.

ცნობისათვის, პერსონაჟს, რომელიც გმირს მსოფლიოს გადარჩენისკენ მოუწოდებს, სამუელ ელ ჯექსონი თამაშობს.

“ტომის ენთუზიაზმი ულევია, მისი გულახდილობა ყალბი არაა, მას მართლაც სურს იყოს ახალგაზრდა და არ აგოს პასუხი მსოფლიოს გადარჩენაზე”, – აცხადებს ჯექსონი.