ადამიანი ობობას შესახებ ფილმების შექმნაში Disney და Sony აღარ ითანამშრომლებენ. როგორც პრესაში აღნიშნავენ, ეს ნიშნავს, რომ რადგანაც კინოსტუდია Marvel–ი ეკუთვნის კომპანია Disney-ს, მისი ხელმძღვანელი კევინ ფაიგი მომავალში ამ სუპერ–გმირის შესახებ პროექტებს პროდუსერობას აღარ გაუწევს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ პერსონაჟი კინო–სამყაროს დატოვებს.