კომპანიებმა Disney და Sony–მ გარიგება დადეს, რომლის მიხედვითაც სტუდია Marvel–ი ადამიანი ობობას შესახებ კიდევ ერთ ფილმს გაუწევს პროდიუსერობას. ფილმი 2021 წლის 16 ივლისს გამოვა.
“მოხარული ვარ, რომ ადამიანი ობობას მოგზაურობა Marvel–ის სამყაროში გრძელდება და ყველა აღფრთოვანებულები ვართ, რომ ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა Marvel Studios–ის ხელმძღვანელმა კევინ ფაიგიმ.