იტალიელმა ფოტოგრაფმა ლუიჯი ტოსკანომ 200–ზე მეტი ფოტოპორტრეტი რამოდენიმე ქვეყანაში შეაგროვა. ის გერმანიაში, ისრაელში, რუსეთში, აშშ–სა და უკრაინაში მოგზაურობდა, სადაც ჰოლოკოსტის ბანაკში ნამყოფ ადამიანებს ხვდებოდა.
„ეს მუდამ ერთნაირად ხდება: ზოგიერთი ადამიანი თავს „განსაკუთრებულად“ თვლის. ჩვენი მოვალეობაა ყურადღება მივაქციოთ ამგვარ პროცესებს, რათა ცვლილებების დასაწყისი შევამჩნიოთ და დროულად გავაპროტესტოთ ისინი“, – განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა.