ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო „თოკების პარკი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, RDFG-ის დაფინანსებით მოეწყო.
ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა და დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს მოიცავს.
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ეროვნულ პარკში ამჟამად ერთი ეკოტურისტული ბილიკი „სამეფო ქედია“ მოწყობილი.