20 წლის ამერიკელი მსახიობის, კამერონ ბოისის მოულოდნელი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ეპილეფსია დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსახიობის ოჯახის წვერები თავიდანვე ამბობდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ბოისის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. Disney-ის მსახიობი საკუთარ სახლში 6 ივლისს გარდაიცვალა.
კამერონ ბოისი 9 წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა კიფერსაზერლენდის საშინელებათა ფილმში. მას პოპულარობა მოუტანა ფილმებმა “სარკე” და “კლასელები”.