ამერიკელმა მხატვარმა პროექტი “Join Or Die” (შეუერთდი ან მოკვდი) წამოიწყო. სან–ფრანცისკოში მცხოვრები Justine Lai ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს დელიკატურ პოზებსა და სიტუაციებში ხატავს.

თუმცა ეს თავისებური ავტოპორტრეტებიცაა, რადგანაც ყველა ნახატზე პრეზიდენტის სექსუალური პარტნიორი თავად მხატვარია.

Justine Lai-ს განცხადებით, მას სურს აჩვენოს საზოგადოებას, რომ სახელმწიფოს ლიდერებიც ადამიანები არიან და არა ღმერთები. მათ აქვთ გრძნობები და მოთხოვნილებები, ისევე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს.

Justine Lai-მ უკვე დახატა ულის გრანტი, მარტინ ვან ბიურენი, ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს ბიუკენენი და ჯონ ქუინსი ადამსი.
