ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტურ საათებში გაბრიაძის თეატრის საათიც მოხვდა

552

ამერიკული გამოცემა Atlasobscura საათების საკუთარი ისტორიით დაინტერესდა. სტატიაში სათაურით – „17 მონუმენტური საათი, რომლისთვისაც დროის დათმობა ღირს“- რეზო გაბრიაძის თოჯინების თეატრთან მდებარე საათიც მოხვდა.

„2016 წელს ვიმოგზაურე ულამაზეს ქვეყანაში – საქართველოში და თბილისში გადავაწყდით უჩვეულოდ გადახრილ საათ კოშკს, რომელიც შავთელის ქუჩაზე მდებარეობს და შენობას გაბრიაძის თეატრი ეწოდება. ის ცნობილი ქართველი თოჯინების ოსტატის, რეზო გაბრიაძის მიერ არის დაარსებული. საათში ერთხელ ფანჯარა იღება და ანგელოზი ზარს რეკავს. საათის ქვემოთ იხსნება ეკრანი და აჩვენებს ცხოვრების წრეს ახალგაზრდა წყვილით, ქორწინებით, ბავშვებით და დაკრძალვით”, – ასე აღწერს ერთ-ერთი უცხოელი ტურისტი თბილისში ნანახ გაბრიაძის თეატრის საათს.