სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ–დანჩენკოს მუსიკალურ თეატრში ანდრეი კონჩალოვსკის მიერ დადგმული “ოტელოს” პრემიერა გაიმართება.
სცენოგრაფიის ავტორი ბრიტანელი მხატვარი მეტ დილია.
“ოპერა – პირობითობაა, ის, რომ ადამიანები მღერიან უკვე თავისთავად აბსოლუტური პირობითობაა. ოპერაში მუსიკით თვალდახუჭულმა უნდა ისიამოვნო და თუ თვალებს გაახელ, მათი დახუჭვის სურვილი აღარ უნდა გაგიჩნდეს”, – განაცხადა კონჩალოვსკიმ.