ანიტა რაჭველიშვილის ნამღერმა მსოფლიო ისევ აალაპარაკა. ქართველმა მეცო სოპრანომ ამჯერად ავსტრიაში, ზალცბურგის ფესტივალზე იმღერა. მომღერალმა ვიდეო საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
„აღმაფრთოვანებელი იყო ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი პრინცესა დე ბუიონის როლში. მისი ხმა მიწიერი, მსუყე დაბალი და გამაოგნებელი, ყოვლისმომცველი მაღალი ნოტებით ზალცბურგის ფესტშპილჰაუსის დარბაზში ერთგვარ ღვარცოფად შემოიჭრა.
რაჭველიშვილი არის განმაცვიფრებელი პროექციით შემკული ბომბა ხმა. ანა ნეტრებკოს და ანიტა რაჭველიშვილის პერსონაჟების ურთიერთდაუნდობელი დუელი გახდა მთელი საღამოს ერთმნიშვნელოვანი კულმინაცია”, – წერს გერმანული გამოცემა Tiroler Tageszeitung.