ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის ათ საუკეთესო მომღერალს შორის დაასახელეს

983

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი მეტროპოლიტენ ოპერის ათ საუკეთესო მომღერალს შორის დაასახელეს.

OperaWire-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ შემსრულებლები, რომლებიც  ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე 2018-2019 წლების სეზონზე გამოდიოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სწორედ ეს სეზონი რაჭველიშვილის კარიერაში საუკეთესო იყო.

ქართველი მეცო-სოპრანოს სადებიუტო ალბომი Anita, რომელიც 2018 წლის გაზაფხულს გამოვიდა, OperaAwards-ის საუკეთესო სოლო ალბომების ნომინაციაში მოხვდა.

გარდა ამისა, რაჭველიშვილმა პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის, BachtrackOperaAwards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის ნომინაციაში გაიმარჯვა, TheNewYorkTimes-მა კი კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

OperaWire გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ანიტამ, საოპერო სეზონის განმავლობაში ერთმანეთზე უკეთესი, სამი განუმეორებელი როლი შექმნა და ყოველი მათგანი მომღერლის საშემსრულებლო ხელოვნებას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა.