ანომალიური სიცხის გამო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დანგრევა ემუქრება

701

„ანომალიური სიცხის გამო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დანგრევა ემუქრება“, – განაცხადა საფრანგეთში ისტორიული შენობების მთავარმა არქიტექტორმა ფილიპ ვილნევმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არქიტექტორის თქმით, ტაძრის კედლებში შეინიშნება ტენიანობა. ამ დროისთვის საფრანგეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რის გამოც წყალი შეიძლება ძალიან მალე გამოშრეს.

შეგახსენებთ, 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ.