ანსამბლი ,,შავნაბადა“ მექსიკაში ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე მიემგაზვრება

1062

ანსამბლი ,,შავნაბადა“ 9-10 ოქტომბერს, მექსიკის შეერთებულ შტატებში, სერვანტინოს (გუანახუატოს) რიგით 47-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. სერვანტინოს (გუანახუატოს) ფესტივალი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.

ფესტივალზე ანსამბლი „შავნაბადა“ 20 მდე სიმღერას შეასრულებს, მათ შორის ტრადიციულ საგალობლებს, ქართულ-აფხაზურ ხალხურ და  კომპოზიტორების მიერ შექმნილ ცნობილ სიმღერებს.

სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მექსიკაში  ანსამბლ ,,შავნაბადას“ გამგზავრების თაობაზე არჩევანი, თავად ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის, მექსიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივით გაკეთდა.