ანჯელინა ჯოლი მეფუტკრე ქალების მხარდასაჭერად

781

ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი რომ ანჯელინა ჯოლი წლებია რაც ჰუმანიტარული საქმიანობითაა დაინტერესებული. მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში კი არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი.

ამჯერად ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს გარშემო არსებულ მეფუტკრე ქალებს უჭერს მხარს. ივნისში ის მომუშავეებს შეუერთდება, რომლებიც პროვანსში, საფრანგეთის აპიდოლოგიის ობსერვატორიაში ექსპერტების მიერ გამართულ დაჩქარებულ 30-დღიან ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების პარალელურად ანჯელინა ჯოლი მეფუტკრეობაში გადამზადებას გეგმავს.