„იმ სახალისო ეტაპზე ვარ, როცა საკუთარ თავს თავიდან ვპოულობ“, – ამის შესახებ მსახიობმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როცა ბავშვები პატარები არიან, უფრო მეტი დედობრივი გრძნობები გაქვს. მოზარდობის ასაკში ამ პერიოდს შენც გახსენებენ. მიდიან კლუბში და ფიქრობ: შენ რატომ არ უნდა წახვიდე? იმ სახალისო ეტაპზე ვარ, როცა საკუთარ თავს თავიდან ვპოულობ“, – ამბობს მსახიობი.
44 წლის მსახიობი ბრედ პიტთან ერთად 2005 წლიდან ცხოვრობდა. თუმცა მათი ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა. მათ 6 შვილი ჰყავთ. აქედან სამი ბიოლოგიური და სამი აყვანილია.
