არეტა ფრანკლინის მიერ დაწერილი სამი ანდერძი, მისსავე სახლში დეტროიტში მომღერლის გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ იპოვეს. ბოლო მათგანი 2014 წლითაა დათარიღებული და მასში, ფრანკლინი ითხოვს მისი ქონება ოჯახის წევრებს თანაბრად გაუნაწილონ. თუმცა, ზოგიერთი ფრაგმენტი წაშლილი და გაურკვეველია. ორი სხვა ანდრეძი, რომლებიც 2010 წლითაა დათარიღებული, მაგიდის უჯრაში იქნა ნაპოვნი.
ახლა მიჩიგანის სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად კანონიერია ეს ანდერძები. მომღერლის ადვოკატის დეივიდ ბენეტის თქმით, ფრანკლინის ოთხივე ვაჟმა იცის ანდერძის შესახებ, თუმცა მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.