არტ-გენი 16 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება

477

ფესტივალი არტ-გენი 16 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ნაციონალური ბალეტის გარდა ფესტივალში „გაგა ფრანი“, ჯგუფი Reggaeon, ბენდი „ჩვენებურები“, ლელა ნაყეური და ნინო ქათამაძე მონაწილეობენ. ფესტივალის თბილისის ტურს, 25 ივლისს, 33ა და ნიაზ დიასამიძე დახურავს. ცნობისთვის, ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.