ასე გამოიყურება ოთახი სადაც ვეფხისტყაოსანი ფრანგულად ითარგმნა

1451

ზუგდიდის სოფელ ცაიშში, ცნობილი პუბლიცისტის იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმი, რომელიც  1966 წლიდან ფუნქციონირებს დღეს რეაბილიტაციას საჭიროებს. აქ დღემდე მისი მემორიალური ნივთები, ფოტოები და წიგნები ინახება.

ოთახი, სადაც ვეფხისტყაოსანი ფრანგულად ითარგმნა, ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.ჩამონგრეულია ჭერი, გაბზარულია კედლები.

ზუგდიდის მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში ჩატარდება მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები.