ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის ბიუსტი Christie’s-ის აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რელიკვია ეგვიპტიდან 1970-იან წლებში მოიპარეს, სწორედ ამიტომ ოფიციალური კაირო აუქციონის გაუქმებას ითხოვდა.
Christie’s-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეგვიპტეს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზიები ბიუსტთან დაკავშირებით წარსულში, როდესაც 2016 წელს ის 3 მილიონ გირვანქად გაიყიდა.
Christie’s-მა ასევე ბოლო 50 წლის განმავლობაში რელიკვიის მფლობელთა ვინაობა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ტუტანხამონის ბიუსტის წარმომავლობა გამოძიების საგანი არასდროს გამხდარა.