აქუამენის სპინოფი უფრო ჰორორი იქნება ვიდრე სუპერგმირული კინო

854

რეჟისორმა ჯეიმს ვანმა ანაბელის ახალი ნაწილის პიარ-კამპანიის ფარგლებში მომავალ სპინოფზე ისაუბრა.

„სცენარი ჯერ არ დასრულებულა, ამ მომენტში დეტალებზე ვმუშაობთ, ამიტომ წინასწარ ბევრს ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი აქუამენისსპინოფი უფრო ჰორორი იქნება ვიდრე სუპერგმირული კინო. მიუხედავად ამისა ყველაფერი DC-ის სამყაროს ფარგლებში განვითარდება“, – განაცხადა აქუამენისა და ხერხის რეჟისორმა ჯეიმს ვანმა.

სპინოფი ორიგინალ ნაწილში გამოჩენილი მონსტრების ისტორიას მოგვითხრობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ფილმის პრემიერა 2022 წლის 16 დეკემბერს არის დაგეგმილი.