„ახლა შემატყობინეს აწყურიდან. აღმოჩნდა ტაძრის გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი. ქვის სამაგრზე ასომთავრული წარწერაა. პირველადი მონაცემებით წერია “მეფეთ მეფე ბაგრატი” წარწერა კიდევ კარგად არის შესასწავლი“, – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეგახსენებთ რომ მიმდინარეობს საუკუნის პროექტი, აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია. პროექტის დამფინანსებელი ფონდი ქართუ. პროექტის წარმართველი სააგენტო შემსრულებელი სარესტავრაციო კომპანია ივერთმშენი.