ჯეიმს ბონდის შესახებ 25–ე ფილმის გადაღებების პროცესში დენიელ კრეიგმა ტრავმა მიიღო. გადაღებები იამაიკაზე მიმდინარეობს. ერთ–ერთი სცენის დროს მსახიობს ფეხი დაუცდა და მან მუხლი დაიზიანა. ამის გამო კრეიგი აშშ–ში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გადაღებები განახლდება, როდესაც მსახიობი გადასაღებ მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.
მიუხედავად ამისა, ფილმის პრემიერის თარიღის შეცვლის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პრემიერა 2020 წლის 3 აპრილსაა დანიშნული.