ახალი სისტემა მუზეუმების ექსპონატებს აფასებს

506

სისტემა ShareArt, რომელიც ახლა ბოლონიის მუზეუმებში ტესტირებას გადის, ითვლის თუ რამდენი მნახველი ჰყავს ამა თუ იმ ნამუშევარს და რამდენ დროს ხარჯავენ ისინი თითოეულ ექსპონატთან.

სისტემა იტალიის ახალი ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნულმა სააგენტომ (ENEA) შეიმუშავა. სპეციალური მოწყობილობები უამრავ პარამეტრს აფიქსირებენ: როგორ მიუახლოვდა ადამიანი ექსპონატს, რამდენ ხანს დაჰყო მის წინაშე, რა მანძილიდან უყურებდა, რამდენი ადამიანი უახლოვდება ნივთს და ა.შ. ასევე გათვალისწინებულია მნახვალების სქესი, ასაკი და სხვა მახასიათებლები.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, პროექტის მთავარი მიზანი მუზეუმებისა და გალერეების მნახველების რაოდენობის გაზდაა, ხოლო ინფორმაცია, რომელსაც ShareArt ამუშავებს სასარგებლო იქნება ექსპოზიციებისა და მარშრუტების დასაგეგმად.