„ახალგაზრდა პაპის“ მეორე სეზონში, რომელსაც „ახალი პაპი“ ჰქვია, მომღერალი მერლინ მენსონი ითამაშებს.
HBO-ს განცხადებით, პაოლო სორენტინოს სერიალის მეორე სეზონში მოწვეული ვარსკვლავი შერონ სტოუნიც იქნება.
მენსონისთვის ეს პირველი როლი არაა, მან ასევე ითამაშა ეპიზოდური როლების სერიალებში „ანარქიის შვილები“ და „სალემი“.