ბაბეტა ომისთვის კვლავ მზადაა – ბრიჟიტ ბარდო 85

852

ფრანგი მსახიობი ბრიჟიტ ან–მარი ბარდო 1934 წლის 28 სექტემბერს პარიზში, ბიზნესმენ ლუი ბარდოს ოჯახში დაიბადა.

14 წლის ასაკში პირველად გადაიღეს, როგორც ფოტომოდელი ჟურნალისთვის “მოდის ბაღი”, 1950 წელს კი მისი სურათი ჟურნალ Elle-ს ყდას ამშვენებდა.

ეს ფოტოსურათი ძალიან მოეწონა როჟე ვადიმს, რომელიც ამ დროს რეჟისორ მარკ ალეგრეს ასისტენტი იყო. ბარდო გასაუბრებაზე დაიბარეს და მან როლიც მიიღო, თუმცა ეს ფილმი ვეღარ გადაიღეს.

ვადიმთან ნაცნობობამ ბრიჟიტის მომავალი განსაზღვრა: 1952 წელს ბარდო როჟე ვადიმის მეუღლე გახდა და ამავე წელს შედგა მისი დებიუტი კინოხელოვნებაში.

1952-1956 წლებში ბარდო 17 ფილმში მონაწილეობს, როგორც კომედიებში ისე მელოდრამებშიც.

1956 წელს როჟე ვადიმის ფილმში “და შექმნა ღმერთმა ქალი” მთავარმა როლმა ბრიჟიტ ბარდო მსოფლიო დონის ვარსკვლავების სიაში შეიყვანა. მიუხედავად ევროპელი მაყურებლის კრიტიკისა, ფილმმა ამერიკაში პოპულარობა მოიპოვა.

ბრიჟიტ ბარდოს ფილმოგრაფია 50–ზე მეტ ფილმს ითვლის.

1973 წელს ბარდომ თავისი სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

1969 წელს ბრიჟიტმა სერჟ გენსბურგი გაიცნო, მათ ერთად დუეტების ციკლი ჩაწერეს.

1986 წელს ბარდომ ცხოველთა დაცვის ფონდი Brigitte Bardot Foundation for the Welfare and Protection of Animals შექმნა.

ბოლო წლებში ბრიჟიტ ბარდო საკურორტო ქალაქ სენ–ტროპეში მარტო ცხოვრობს და ცხოველთა უფლებების დაცვითაა დაკავებული.