ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2019 წლის 7-20 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომელთა შერჩევა მოხდა დირექტორთა/ექსპერტთა საერთაშორისო საბჭოს მიერ.
ფესტივალის მიზანია რეგიონის კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია. ფესტივალს ჰყავს დირექტორთა/ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში ცნობილი სათეატრო პროდიუსერებით, თეატრმცოდნეებით და ფესტივალების დირექტორებით.
საფესტივალო სპექტაკლებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ყველა ტექნიკურ პარამეტრებს აკმაყოფილებს.