ცნობილი ბელგიელი მხატვარი და თეატრალური რეჟისორი იან ფაბრი სასამართლოს წინაშე სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებით წარსდგება. ფაბრის წინააღმდეგ საცეკვაო ჯგუფის წევრები, მოძრაობა #MeToo-ს ფარგლებში, 2018 წლის შემოდგომაზე გამოვიდნენ.
კოლექტივის წევრები ასევე მხატვარს დაშინებასა და ფსიქოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, რომ 62 წლის იან ფაბრი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მხატვარია.