ბელგიის მოქალაქეების ახალ პასპორტებში კომიქსების გმირებს ვიხილავთ

217

2022 წლის 7 თებერვლიდან ბელგიის მოქალაქეებს კომიქსების გმირების ნახატებით მორთული ახალი პასპორტების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

საბუთის გვერდებზე გამოჩნდებიან ტინტინი, ბლეიკი და მორტიმერი, ბული და ბილი, სპირუ და ფანტაზიო, ლარგო ვინჩი, სმურფები და სხვა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი სოფი ველმესი აცხადებს, პასპორტი ხაზს უსმევს არამხოლოდ ქვეყნის კულტურას, არამედ ასევე კარგად დაცულია. მასში დაცვის 48 ელემენტია გამოყენებული. პირველ გვერდზე მფლობელის პირადი მონაცემების მქონე შტრიხ–კოდია დატანილი, ხოლო მოქმედების ვადა 7 წლით განისაზღვრა.