ბენედიქტ კამბერბატჩი ტომას სავაჯის რომანის ეკრანიზაციაში ითამაშებს

585

ბენედიქტ კამბერბატჩი და ელიზაბეთ მოსი ჯეინ კემპიონის ფილმ „ძაღლის ძალაში“ ერთად ითამაშებენ. ფილმი ტომას სავაჯის რომანის ეკრანიზაციაა. გადაღებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება.

რომანი მოგვითხრობს ორ მდიდარ ძმაზე – ფილსა და ჯორჯზე. ერთ–ერთი სასტიკი, მაგრამ ბრწყინვალე გონებით დაჯილდოებული შეძლებული მამაკაცია, ხოლო მეორე საპირისპირო თვისებებს ფლობს.

„“ძაღლის ძალა“ უდიდესი რომანია, რომელიც იმსახურებს დიდ ეკრანებზე მოხვედრას. ამ ისტორიის შესახებ მუდამ ვფიქრობდი, მან შემიპყრო“, – აცხადებს ჯეინ კემპიონი.