ბენქსიმ ორ ნამუშევარზე საავტორო უფლება დაკარგა

603

ბრიტანელმა ქუჩის მხატვრმა ბენქსიმ კვლავ დაკარგა საავტორო უფლებები თავის ნამუშევრებზე. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყებამ გააკეთა.

უწყების განცხადებით, ნამუშევრებზე “ბომბთან ჩახუტებული” და “შეყვარებული ვირთხა” მხატვარმა ვინაობა არ გაამხილა, შესაბამისად ის ავტორად ვეღარ ჩაითვლება.

სულ ბოლო 10 თვის განმავლობაში ბენქსიმ უფლებები ექვს ნამუშევარზე დაკარგა, რის გამოც მათი გამოყენებაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ შესაძლებელი გახდა.

ექსპერტების განმარტებით, ბენქსის უარი საკუთარი ვინაობის გამხელაზე, მას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საავტორო უფლებების სფეროში.