„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ საქველმოქმედო კონცერტზე GERA-ს წევრმა ნინი ბადურაშვილმა იმღერა

1602

თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი უკვე თბილისშია. ის გუშინ ჩამოფრინდა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს შეხვდა. მოგვიანებით კი რესტორან „ეთნო  წისქვილში“ საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ GERA-ს წევრებიც. მათ შორის იყო მომღერალი ნინი ბადურაშვილი.

მსახიობს საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალმა “ძმები” და ფილმმა „ველური თაფლი”.

თურქი ვარსკვლავის თბილისურ კადრებს “ბერი ანდრიას ფონდი” ავრცელებს. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ცნობილია, რომ საღამოდან შემოსული თანხა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” ანგარიშზე გადაირიცხება.