ბექა, მაიკი და მეგობრები – 20 მაისს უღრან ტყეში სეზონი იხსნება

1003

20 მაისს წყნეთში, განსაკუთრებულ სიმწვანით და ჟანგბადით სავსე სივრცეშიბექა გოჩიაშვილი, მაიკ მიჩელი, ლევან დეისაძე, მიშო ურუშაძე და სპეციალური სტუმარი, განსაკუთრებულ საღამოზე შემოგვთავაზებენ – უნიკალურ Hip Hop, House, Jazz, Funk, Fusion კომპოზიციებს. მუსიკის ყველა ჟანრის მოყვარულთათვის, ასეთი ნიჭით დაჯილდოებული შემსრულებლების და მუსიკის ავტორების იმპროვიზაციები უღრან ტყეში, დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. კარი იღება 16:00 სთ-ზე. კონცერტი კი იწყება 19:00 საათზე. კონცერტის შემდეგ დაგეგმილია წვეულება ყველასთვის!