“ბეჭდების მბრძანებელი” 65 წლისაა

696

1954 წლის 29 ივლისს წიგნი “ბეჭდების მბრძანებელი” გაყიდვაში გამოვიდა. ლეგენდის თანახმად, 1930–იანი წლების დასაწყისში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ანგლოსაქსური ენის პროფესორმა, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინმა გადაწყვიტა სტუდენტების საგამოცდო ნამუშევრები გაესწორებინა. უეცრად შენიშნა, რომ ერთ–ერთი ნამუშევარი ცარიელი ფურცელი იყო. პროფესორმა დაწერა: “მიწაში იყო სორო, რომელშიც ჰობიტი ცხოვრობდა”. ასე დაიწყო ისტორია, რომელიც შვიდი წლისა და მძიმე შრომის შემდეგ საუკეთესო საბავშვო ზღაპრების წიგნად იქნა აღიარებული. შემდეგ კი იყო “ბეჭდების მბრძანებელი”, რომელიც ტოლკინი 1937-1949 წლებში თავისი შვილიშვილებისთვის დაწერა. თავიდან წიგნი ორ ნაწილად უნდა გამოსულიყო (მეორე ნაწილის სახელი სილმარილიონი უნდა ყოფილიყო), მაგრამ გამომცემელმა უარი განაცხადა. “ბეჭდების მბრძანებელი” დაყოფილი იქნა სამ ტომად.

დღეს “ბეჭდების მბრძანებელის” 150 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული, ხოლო მისი ეკრანიზაცია 13–ჯერ იყო ოსკარზე ნომინირებული.