ბილი აილიში ქართველი დიზაინერის სათვალით გამოჩნდა

2026

ქართველი დიზაინერის David snow-ს სათვალე არც მეტი, არც ნაკლები პოპულარულმა თინეიჯერმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიკეთა — ამის შესახებ ინფორმაციას popmusic.ge ავრცელებს. ამერიკელი ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სათვალით რადიოსადგურ SiriusXM-ისა და დანიური საიუველირო კომპანია Pandora-სთვის ჰოლივუდში ექსკლუზიურად გამართულ კონცერტზე მივიდა. David snow-ს აქსესუარი მომღერლის სტილისტმა, სამანტა ბერქჰართმა აღმოაჩინა მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით.