კომპანია „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა და საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) გამგეობის თავმჯდომარემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს . ზაზა შენგელია და ალექსანდრე გვარიშვილი მედიის წარმომადგენლებს საინტერესო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გააცნეს ინფორმაცია.
დღეს საფუძველი ჩაეყარა ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას, რაც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას ახალ საფეხურზე აიყვანს და შოუ-ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. მუსიკალური ბიზნეს კომპანია Bravo Records 2011 წლიდან საქართველოში ჩართულია მუსიკოსების კარიერის განვითარების პროცესში, ახორციელებს მენეჯმენტს და მათი საავტორო უფლებების მართვას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
GERA ახლადშექმნილი ასოციაციაა, რომელმაც საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა უახლესი ციფრული ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომებით დაიწყო. GERA-ში უკვე გაწევრიანებულია 200-ზე მეტი ქართველ არტისტი. გარდა ამისა, საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის ნაწილში GERA-მ გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება Universal-თან.Bravo Records იყო პირველი კომპანიაა, რომელმაც 2013 წელს ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ისეთი მსხვილი ლეიბლები როგორებიცაა Sony music, Warner და Universal.
2019 წლის მაისიდან, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი მუსიკალური გამომცემლობა Primo music ამ გიგანტი ლეიბლების უფლებები სწორედ მას გადაეცა.
Bravo Records-ის მრავალწლიანი გამოცდილება Primo Music-ისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. GERA-ს ინიციატივით და თანადგომით კი შესაძლებელი გახდა Bravo-ს და Primo-ს ძალების კონსოლიდაცია. სწორედ GERA-ს მხარდაჭერით ხდება ამ ორი კომპანიის მერჯერი მუსიკალურ ინდუსტრიაში,რადგან საავტორო უფლებების დაცვის ახალი ასოციაცია დაინტერესებულია ბაზრის გაჯანსაღებით, რათა ავტორების უფლებები იყოს ეფექტურად დაცული, ხოლო მუსიკალური მეკობრეობის პრეცედენტები მაქსიმალურად აღმოფხვრილი. რაც ავტომატურად გამოიწვევს ქართულ შოუ-ბიზნესში ჯანსაღი და ქმედითუნარიანი კონკურენციის შექმნას.
Bravo Music სინქრონიზაციის მიმართულებით შერწყმული იქნება Primo Music-თან, რაც გულისხმობს კომპანიის წევრების საავტორო და მომიჯნავე უფებების ეფექტურ მართვას. თუმცა, ეს ორი კომპანია სხვადასხვა მიმართულებებსაც განავითარებს ერთდროულად. მაგალითად როგორიცაა: ქართული მუსიკალური პროდუქციის ციფრული დისტრიბუცია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე; ცოცხალი კონცერტებისა და ფესტივალების ორგანიზება; მუსიკოსების კარიერის მართვა; მათი ზრდა და შემოსავლების მაქსიმალიზაცია.