მრგვალ ბაღში GERA-ს ეგიდით კიდევ ერთი მუსიკალური საღამო გაიმართა. ამჯერად მსმენელის წინაშე დათო ევგენიძე ბენდთან ერთად წარსდგა. კონცერტი საღამოს 8 საათზე დაიწყო და 2 საათს გაგრძელდა.
ორგანიზატორები მორიგ მუსიკალურ საღამოს აანონსებენ. მათი თქმით 30 აგვისტოს, ზუკა ხუციშვილის კონცერეტი გაიმართება. შეხვედრის დრო და ადგილი უცვლელია – პარასკევი, საღამოს 8 საათი, მრგვალი ბაღი.
ცნობისთვის, საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაცია GERA, თბილისში დარჩენილ მოქალაქეებს საჩუქარს უკეთებს. მთელი აგვისტოს განმავლობაში, ყოველ პარასკევს GERA მათთვის მუსიკალურ საღამოებს გამართავს.








