ბრედ პიტი ჟურნალისტის ამპლუაში

1268

მსახიობმა ბრედ პიტმა ამპლუა შეიცვალა. მან ამჯერად ჟურნალისტის როლი მოირგო. ბრედმა ინტერვიუ ასტრონავტ ნიკ ჰეიგთან ჩაწერა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ მისიაში იმყოფება. ვიდეო NASA-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ინტერვიუ ფანტასტიკური ჟანრის ტრილერის, „ვარსკვლავებისკენ“ სარეკლამო ფარგლებში შედგა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 20 სექტემბერს იგეგმება.