ჰოლივუდელმა მსახიობმა ბრედ პიტმა კარიერაში ყველაზე რთული როლი დაასახელა. The Daily Beast-თან ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ფილმზე „ვარსკვლავებისკენ“ (Ad Astra) მუშაობა მისი ყველაზე რთული როლი იყო.
ფილმის პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი ბრედ პიტია. მისი გმირი ასტრონავტია, რომელიც მზის სისტემაში მამას ეძებს.