ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა გამოცემა GQ–სთან საუბარში რელიგიის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად რელიგიურ, ქრისტიანულ ოჯახშია გაზრდილი.
“რელიგიის მიმართ შეკითხვები მუდამ მქონდა. ხანდახან ის მეხმარებოდა. როდესაც მარტო დავიწყე ცხოვრება, მას დავშორდი და თავს აგნოსტიკოსს ვუწოდებდი. შემდეგ გარკვეული პერიოდი თავს ათეისტად ვთვლიდი, ეს ერთგვარი ბუნტი იყო. შემდეგ კი ვიწამე, რომ ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან. რწმენა გვაძლევს საშუუალებას საკუთარ თავში ჩავიხედოთ”, – განაცხადა ბრედ პიტმა.