ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი ბეატრისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ძალიან ბევრი ერთნაირი ინტერესი და ღირებულებები გვაქვს და ვიცით, რომ ეს მომავალში დაგვეხმარება”, – თქვა წყვილმა.
ბეატრისი ელისაბედ მეორის შუათანა ვაჟის, ენდრიუს უფროსი ქალიშვილია. პრინცესა ბეატრისი 31 წლისაა და მისი რჩეულია, 35 წლის მილიარდერი ედოარდო მაპელი. წყვილის ქორწილი მომავალ წელს გაიმართება.