დიდ ბრიტანეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ეფ-ეს-ბეს ყოფილი ოფიცერის, ალექსანდრ ლიტვინენკოს შესახებ სერიალს გადაიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი დოკუმენტური პროექტის “ნადირობა მკვლელებზე სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან” მოტივებზე იქნება გადაღებული.
სერიალის სცენარისტი ბრიტანელი რეჟისორი ჯორჯ კეი იქნება, ხოლო ლიტვინენკოს როლს მსახიობი დევიდ ტენატი შეასრულებს.