„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს ჯოზეფინ გილანს 8 თვის შვილი ჩამოართვეს. ინფორმაცია, მსახიობმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ცნობილია, რომ ახალგაზრდა დედა მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა. მას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაც კი დასჭირდა. სანამ ჯოზეფინა სტაციონარში მკურნალობდა, ბავშვის აღზრდა ოჯახის ახლო მეგობარს მიანდო. მსახიობის სიტყვებით, სოციალური სამსახური საქმის კურსში იყო და თვითონ დაეხმარნენ დროებითი უფლებების გაცემაზე მეურვეობაზე. თუმცა აგვისტოს დასაწყისში სოციალურმა სამსახურმა აიძულა მსახიობის მეგობარი, გადაეცა მათთვის 8 თვის ბავშვი, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობით ემუქრებოდნენ. ბავშვი ახლა დროებით იმყოფება მინდობით აღზრდაზე.
„ახლა არც კი ვიცი, სად იმყოფება ჩემი გოგონა, მისი ნახვის უფლება არ მაქვს“, – წერს ჟოზეფინა სოციალურ ქსელში.