“ბრიჯერტონის” სერიის პირველი წიგნი ქართულად გამოიცემა

822

სასიყვარულო ისტორიული ჟანრის ბესტსელერი წიგნების სერია — ბრიჯერტონი — ქართულ ენაზე ითარგმნება. სერიის პირველ წიგნს, ჰერცოგი და მე, ქარჩხაძის გამომცემლობა გამოსცემს.

აღსანიშნავია, რომ სერიალის პრემიერიდან ერთი თვის განმავლობაში ბრიჯერტონის წიგნების სერიის 750 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

ამჟამად მიმდინარეობს სერიალის მეორე სეზონის გადაღებები. დამტკიცებულია ბრიჯერტონის მესამე და მეოთხე სეზონებიც.