რუმინეთში,ორადეას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლმა „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა:
საუკეთესო სპექტაკლი”ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა”.
საუკეთესო რეჟისურა (ირაკლი გოგია)
საუკეთესო სცენოგრაფია (მარიკა კვაჭაძე)
დასი გასტროლზე მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა, სპექტაკლი წარმოადგინეს, როგორც ორადეას, ასევე ბაია მარეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე „ატელიე“.
სპექტაკლის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 14 ივნისს ახმეტელის თეატრში შედგა, ავტორი ცნობილი თურქი დრამატურგი, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი თუნჯერჯუჯენოღლუა, რეჟისორი ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – ირაკლი გოგია.