ბუკმეკერების პროგნოზი – ვინ გახდება „ევროვიზია 2019“ – ის ტრიუმფატორი

672

ევროფესტივალზე, ყოველთვის საინტერესოა ბუკმეკერების პროგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ იტალია ამ დროისთვის მე-3 ადგილს იკავებს, წელს გამარჯვებას სწორედ ამ ქყვეყანას უწინასწარმეტყველებენ. მე-2 ადგილზე რუსეთია, ხოლო პირველზე ჰოლანდია იმყოფება.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს: იტალიის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი,  შვედეთი, შვეიცარია,

მალტა, ისლანდია, ავსტრალია და კვიპროსი. აქვე გეტყვით, რომ კვიპროსს წელს ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს. საქართველოს სახელით კი ოთო ნემსაძე გამოდის.

ორი ნახევარფინალი და ფინალი თელ-ავივში საზოგადოებრივ არენაზე გაიმართება. საქართველო პირველ ნახევარფინალში მე-11ნომრად წარსდგება. ვინ გახდება „ევროვიზია 2019“-ის ტრიუმფატორი ეს შაბათს 18 მაისს გახდება ცნობილი.