#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში, 15 ივლისს კონცერტი გაიმართება

892

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 15 ივლისს, 20:00 საათზე პირველ კონცერტს ანსამბლი „სახიობა“ (Sakhioba) გამართავს. ღონისძიებაზე შესრულდება ხალხური სიმღერები. მრავალჟამიერი, ჩაკრულო და  სხვა.

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონანტები, ნაქარგობები და თექის ნიმუშები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.