ბრიტანელი რეჟისორი გაი რიჩი სამეფოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის კომპანიამ Fatboy Pub Company–მ, რომელიც ლონდონში პაბებსა და რესტორნებს ფლობს, ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბიზნესის მხარდაჭერისთვის მიმართა.
როგორც გამოცემა The Sun წერს, რიჩიმ ფინანსური დახმარება კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასის გადასახდელად მოითხოვა.
“როდესაც საწარმოების მხარდასაჭერი კამპანია წამოვიწყეთ, ითვლებოდა, რომ მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა ხელფასების ნაწილს აანაზღაურებდა. მილიონების მფლობელი ვარსკვალებისთვის თანხების გამოსაყოფად არავინ იყო მზად”, – აცხადებს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, დეპუტატი პოლინ ლეტემი.